გურჯაანში 34 წლის მამაკაცს ეძებენ

0

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოვში მცხოვრებ 34 წლის ვანო მახარაშვილს მეოთხე დღეა, უშედეგოდ ეძებენ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქე დაკარგულად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მისმა ოჯახის წევრებმა გარკვეული პერიოდის შემდეგ სახლში არმისვლის გამო პოლიციას მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი