გია ვოლსკი: ვერ შევაქებ “ზონდერ ჟურნალისტიკას”, რომლის სტანდარტიც “რუსთავი 2-მა” დანერგა

0

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში” განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან წარმატებები უსურვა არხიდან წასულ თანამშრომლებს, თუმცა, მისივე თქმით, “რუსთავი2-ის” მიერ დანერგილი “ზონდერ ჟურნალისტიკა” შესაქები არ არის.
“მე ვერ გეტყვით, რა ბედი ელის „რუსთავი 2-ს”. ამბობენ, რომ შეიქმნება ახალი ტელევიზია, სადაც ეს ძალები იქნება მობილიზებული. წარმატებებს ვუსურვებ ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც თავის საქმეს ემსახურება, მაგრამ ვერანაირად შევაქებ “ზონდერ ჟურნალისტიკას”, რომლის სტანდარტი “რუსთავი 2-მა” დანერგა. იმედია, ამ საკითხსაც გადახედავენ, თუკი მომავალში საქმიანობას აპირებენ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
ტელევიზია არ უნდა დაიხუროს, ასე მგონია. რაც მეტი ტელევიზია და მეტი კრიტიკული აზრი იქნება, უკეთესია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე შეფასებით, ასევე, არაადეკვატურია „რუსთავი 2-ისა“ და „ტვ პირველის” ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან „ტვ პირველს” აქვს რესურსიც და ფინანსები, რომ საქმიანობა გააგრძელოს.

კომენტარები

კომენტარი