ლუკ კოფი: საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტი მონასტრის ირგვლის განვითარებული მოვლენებით უფრო არიან შეშფოთებულნი, ვიდრე იმით, რასაც რუსეთი აკეთებს

0

„ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი, ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის პრეზიდენტი, დავით გარეჯის ირგვლის განვითარებული მოვლენებით უფრო არიან შეშფოთებული, ვიდრე იმით, რასაც რუსეთი აკეთებს.
ამის შესახებ კოფიმ ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა.
„შიდა პოლიტიკაზე საუბარი არ მსურს, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი. ბოლო პერიოდში თითქოს ჩანს, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი და პრეზიდენტიც კი, აზერბაიჯანით უფრო არიან შეშფოთებული, ვიდრე იმით, თუ რას აკეთებს რუსეთი. ვფიქრობ, ეს სიგიჟეა. ის, რაც მონასტერთან დაკავშირებით ხდება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც რუსეთი აკეთებს.
აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან, სხვადასხვა კუთხით ისინი ერთმანეთზე დამოკიდებულები არიან. სიფრთხილეა გამოსაჩენი, განსაკუთრებით – ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ, რადგან რუსეთი ახერხებს იმას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმაოს“, – აცხადებს ლუკ კოფი.

კომენტარები

კომენტარი