მეტროში, დიდუბე-ახმეტელის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

0

თბილისის მეტროში, დიდუბე-ახმეტელის მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.
ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეფერხება 10:00 საათიდან 10:15 საათამდე იყო, ამის მიზეზი კი მატარებლის ტეკნიკური გაუმართაობა გახდა.
სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მატარებელი ჩიხში იქნა გადაყვანილი, ამის შემდეგ სათადარიგო შემადგენლობა დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი