კახა კალაძე: გაბრიაძის საათის სანახავად უამრავი ტურისტი მოდის და ძალიან მიხარია

“ეს არის ღირსშესანიშნავი ადგილი, უამრავი ტურისტი მოდის ამ საათის სანახავად და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ქალაქი ასეთი წარმატებულია”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გაბრიაძის თეატრის საათი ამერიკული გამოცემის რჩეულ მონუმენტური საათების ჩამონათვალში მოხვდა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისი არის უნიკალური ქალაქი თავისი წარსულით, თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.
„ძალიან მიხარია, როდესაც ასეთი ინფორმაციები მოდის. ყოველთვის ვამბობ, რომ თბილისი არის უნიკალური ქალაქი თავისი წარსულით, თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და ჩვენ ამ ქალაქს უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა მოვუაროთ. რაც მძიმე მდგომარეობაში იყო, მხედველობაში მაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ და ჩვენი პროგრამა ზუსტად ამისკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის, მეტი არეალის რეაბილიტაცია მოხდეს და მეტი ასეთი ახალი პროექტი გაკეთდეს ქალაქში, როგორც, მაგალითად, გაბრიაძის საათი. ეს არის ღირსშესანიშნავი ადგილი, უამრავი ტურისტი მოდის ამ საათის სანახავად და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ქალაქი ასეთი წარმატებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ამერიკულმა ტურისტულმა ინტერნეტგამოცემამ – Atlas Оbscura-მ გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და მხატვრის, რეზო გაბრიაძის საათის კოშკი, რომელიც თბილისის მარიონეტების თეატრს ამშვენებს, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საათის ძეგლების სიაში შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები