ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, ცეცხლი, დაახლოებით, 15 ჰექტრამდე ეკალ-ბარდებს უკიდია და საცხოვრებელ ან სხვა სახის ობიექტებამდე გავრცელების საშიშროება არ არის. მდივნიშვილის ინფორმაციით, ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.