კახაბერ ქემოკლიძე: ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის

“არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე ოკუპირებული აძვისთავის ტერიტორიაზე, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა დააკავეს”, – ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომელიც სოფელ მეჯვრისხევში იმყოფება.
„არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 19:00 საათისთვის, ოკუპირებული სოფლის, აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე. არსებული ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის. შესაბამისი აპარატები, სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ დროულად გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ზემოხსენებული პიროვნებები. ჩვენ ვინარჩუნებთ კომუნიკაციას უკანონოდ დაკავებულთა ოჯახის წევრებთან. არსებული ინფორმაციით, ზემოხსენებული საქართველოს მოქალაქეები დაკავებული იყვნენ ოკუპირებული აძვისთავის ტერიტორიაზე, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები