ლაშა დარსალია: დიპლომატებმა ადგილზე ნახეს, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი და როგორ აუარესებს ის კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას

„მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს არა მარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მყისიერად დაუკავშირდა ჟენევის თანათავმჯდომარეებსა და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მათ მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებთ.
„მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი. როგორც კი მივიღეთ ეს ინფორმაცია, სახელმწიფომ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები. პირველ რიგში, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სრულყოფილად მივაწოდეთ ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ნახონ არა მარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ მოქმედებს ჰუმანიტარულ ვითარებაზე, როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას” – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები