“თბილისის ზღვიდან აღებულ სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრების შემცველობის ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა”

“თბილისის ზღვიდან აღებულ სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრების შემცველობის ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა   დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კვლევა 2019 წლის მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით ჩაატარეს.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები 2011 წლიდან  თბილისის ზღვაზე საბანაოდ ნებადართულ ტერიტორიაზე, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, წყლის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ახორცილებენ.

წყლის სინჯები რეგულარულად მოწმდება 29 კომპონენტზე, მათ შორის – 26 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დამატებით კიდევ ჩატარდება თბილისის ზღვის წყლის ხარისხის კვლევა და შედეგები ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები