სამაგისტრო გამოცდების შედეგები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სამაგისტრო გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. აპლიკანტებს მიღებული ქულების ნახვა ვებგვერდ online.naec.ge-ზე შეუძლიათ.
გამოცდის შედეგების სააპელაციო განაცხადების მიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 23 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. აპელაცია იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდებზე – online.naec.ge-სა და www.naec.ge-ზე. აპლიკანტს აპელაცია შეეძლება აპელაციის საფასურის გადახდის შემდეგ.
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის მსურველს, ისევე – სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოცდის მონაწილის შესაბამის მონაცემებს.
ერთი საგნის გასაჩივრების საფასური 50 ლარია, რომელიც, ქულის ცვლილების შემთხვევაში, აპლიკანტს უკან სრულად დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები