“კულა“, “მარნეულის სასურსათო ქარხანა”, “ფუდსერვისი” და სხვა ბრენდები, სადაც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში – „უსაფრთხო პროდუქტი ქართველ მომხმარებლებს“ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ქართული წარმოების სურსათის პროდუქტების ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.
გამოცემა მომხმარებელი.ge წერს, რომ სურსათის 6 ნიმუშში საღებავები აღმოჩნდა, რომლებიც არასაკვები დანიშნულების არის.
გამოცემა წერს, რომ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში მოხდა 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშების შეძენა და მათი გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გაგზავნა.
შემოწმებული სურსათის 42 სახეობაში საღებავის შემცვლელობა აღმოჩნდა: ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს „გსქ კულა“(საქართველო); ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა(საქართველო); ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი (საქართველო); ეს აჯიკა, შპს „ეს“(საქართველო); ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo (ვიეტნამი); მშრალი აჯიკა, თეთნულდი (საქართველო);
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მართალია, ზემოთ მითითებულ სურსათში არასაკვები საღებავები, უმეტესად, მცირე დოზითაა აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები