ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია. 2-3 სექტემბერს 100 000-ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად ფინალისტები საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარდგებიან.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ჯამურად, განაცხადების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა და 195-მა აპლიკანტმა გამოხატა ინტერესი კონკურსის მიმართ. მათგან 45-მა განაცხადმა ვერ გაიარა ადმინისტრაციული შეფასების ეტაპი. შესაბამისად, ხარისხობრივი შეფასების შედეგად, რომლის დროსაც 2 დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი აფასებს განაცხადს, დარჩენილი 150 აპლიკანტიდან შეირჩა 41 პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები