ხვალ თბილისის მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა გაითიშება, დროებით ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი

0

ტექნიკური სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს 23:00 საათიდან სრულად გაითიშება თბილისის მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 16 აგვისტოს 23:00 საათიდან 17 აგვისტოს 09:00 საათამდე მუნიციპალური ცხელი ხაზი ვერ იმუშავებს.
„ამ პერიოდის განმავლობაში, მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის მერია საზოგადოებას დისკომფორტისათვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი