დენიელ ფრიდმენი: ქართულ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით უპრეცედენტო პროცესი მიმდინარეობს

„კარდანო ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ექსპერტი დენიელ ფრიდმენი
ქართულ განათლების სისტემის მესამე თაობის “ბლოკჩეინ” ტექნოლოგიაზე გადასვლას უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს და აცხადებს, რომ ეს იქნება ყველაზე სანდო სისტემა, რომელიც ხელსაყრელ და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებულ გარემოს შექმნის.
„განათლების სამინისტროსთან ჩვენ უკვე მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი, რომლის ფარგლებშიც მოხდება სწავლის დამდასტურებელი დოკუმენტაციის “ბლოკჩეინ” სისტემაში ვერიფიკაციის პროექტის განხორციელება. გვინდა, შევქმნათ სანდო სისტემა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია; არ დასჭირდება მომხმარებელს მესამე პირი, რომ დაადასტუროს ამ დოკუმენტების სისწორე. პროექტი სამომავლოდ უფრო გაამარტივებს და შექმნის ხელსაყრელ და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებულ გარემოს როგორც განათლების სისტემაში, ასევე – ბიზნესისს და სხვადასხვა სფეროში. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, არის პირადი მონაცემების დაცვა. ჩვენი სისტემა GDPR სტანდარტების შესაბამისია და მკაცრად არის დაცული მომხმარებლის პირადი მონაცემები. გვჯერა, რომ პირადი ინფორმაციის დაცვა უმნიშვნელოვანესი მიღწევაა “ბლოკჩეინ” ტექნოლოგიების. ერთი მხრივ, ეს სისტემა იცავს პირად მონაცემებს და, ამავე დროს, მომხმარებლისთვის აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ექნება თუ არა წვდომა მის ინფორმაციაზე სხვა პირს. ქართულ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით უპრეცედენტო პროცესი მიმდინარეობს“, – აცხადებს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები