მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8% -ით გაიზარდა
კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით გაიზარდა:
“ტელე იმედი” – 12%-იანი ზრდა;
“სტუდია მაესტრო” – 51%-იანი ზრდა;
“ტვ პირველი” – 52%-იანი ზრდა;
“ჯი-დი-ესი” – 100%-იანი ზრდა;
“საზოგადოებრივი მაუწყებელი” – 39%-იანი ზრდა;
“სილქნეტი” – 11%-იანი ზრდა;
“რუსთავი 2” – 1%-იანი ზრდა;
“პალიტრა ტვ” – 315%-იანი ზრდა.
აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.