სერგი კაპანაძე და გიორგი ბოკერია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და ფრაქცია „ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ბოკერია აშშ-ის კონგრესის (წარმომადგენელთა პალატის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, ნატოსთან ურთიერთობაზე, ამერიკასთან ურთიერთობასა და ევროინტეგრაციაზე, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზე: რა საკვირველია, დემოკრატიის კუთხით, ძალადობასთან დაკავშირებით, მათ შორის, 20 ივნისის მოვლენების კონტექსტში, და ზოგადად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები