გიორგი ვოლსკი დავით კეზერაშვილზე: რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს

0

„რეალურად ჩვენ ვხედავთ , რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს. დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არ ჩატარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ან გაშინებს, ან ინდულგენციას ყიდულობს თავის პოლიტიკური გეგმების განცხადებით”,-  ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით კეზერაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება კეზერაშვილზე გავრცელებული ინფორმაცია მის მიერ ტელევიზიის დაანონსებულ გახსნას, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს თემა ძალიან მოდაში შემოვიდა.

„ძალიან მოდაში შემოვიდა, ერთი ჩემი კოლეგის თქმის არ იყოს, ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ , რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს, დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არჩატარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ან გაშინებს, ან ინდულგენციას ყიდულობს თავის პოლიტიკური გეგმების განცხადებით. გააკეთებს განცხადებას, რომ პოლიტიკური გეგმები აქ და ამავე დროს შეიძლება მეორეს მხრივ სერიოზული მნიშვნელოვანი დიდი ფინანსური დანაშაული ჰქონდეს. ასე რომ, ერთი და მეორე ამ ფაქტების დაკავშირება ბოლო პერიოდში საინფორმაციო ველზე საკმაოდ ინტენსიურადხდება რაც არ მგონია, რომ მართალი იყო” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

რაც შეეხება კეზერაშვილის შესაძლო ექსტრადიციას, ვოლსკის თქმით, ამაზე ალბათ სამართალდამცავი ორგანოები ისაუბრებენ.

„მის ექსტრადიერბზე მე ვერ გეტყვით, ამასთან დაკავშირებით ალბათ სამართალდამცავი ორგანოები ისაუბრებენ, თქვენ როგორც იცით მოთხოვნა იყო ამაზე და ინტერპოლმა მოხსნა ძებნიდან, ეს ყოველთვის ხდება ინტერპოლის მიერ, როდესაც რომელიმე ქვეყანა აღიარებს ამა თუ იმ ადამიანისთვის თავშესაფრის მიცემას, აღარ მახსოვს ზუსტად სამართლებრივი სტატუსი თავად კეზერაშვილის , მე რაც ზუსტად მახსოვს ის არის, რომ ომის შემდეგ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსებით ადამიანმა გადაინაცვლა ისრაელში და ყოველთვისიყო ცნობილი, როგორც ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებელი წყარო. ახლა არ ვიცი ერთმანეთთან რა ურთიერთობა აქვთ ან სად დაეძაბათ ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, რომ ისრაელის საინფორმაციო საშუალებებში ეს თემა ინტენსიურად დგას დღის წესრიგში. აქ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ასევე ფინანსურ გადაცდომებს უკავშირდება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი საქართველოშიც საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა.

„ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში გავრცელდა იმის თაობაზე, რომ ისრაელში მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მისი და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც იარაღით ვაჭრობას ეხება. კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი საქართველოშიც საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა. იქამდე რამდენადაც ვიცი დეკლარირებული არ ჰქონდა ქონება, თუმცა შემდეგ უკვე, ომის შემდგომ პერიოდში ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში მილიარდობით ბრუნვა იქნა გამოვლენილი. გარდა ამისა არის თემები, რომელიც ეხება პროკურატურის მიერ, რამდენადაც ვიცი მიმდინარე გამოძიებას – ერთი არის ფინანსური გადაცდომების საკითხზე და 7 ნოემბრის დარბევის საკითხზე. ასე რომ, ფინანსურთემასთან დაკავშირებით, ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია, არ მახსოვს ზუსტად, არის საქართველოშიც მიმდინარე საგამოძიებო პროცესი”- განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი