“ასობით უცხოელი ტურისტია გზაში გაჭედილი” – უშგულში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

უშგულში მიმდინარე აქციაზე მოსახლეობამ გზა გადაკეტა, აღნიშნულის გამო სვანეთში მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები წუხილს გამოთქვამენ.
“S0S !!! ჩავრჩით უშგულში!!! საქართველოს მთავრობა – გაგანია ტურისტული სეზონია!! მოგვაქციეთ ყურადღება! ასობით უცხოელი ტურისტია გზაში გაჭედილი!”, – წერს ერთ-ერთი “ფეისბუქმომხმარებელი”.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები ხელისუფლებისგან ისტორიული კოშკების რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კოშკებისა და მაჩუბების 90 პროცენტი საგანგაშო მდგომარეობაშია.
“კვირა” მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს დაუკავშირდა. როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, ვითარების ადგილზე გასაცნობად ის ამ წუთებში უშგულში მიემართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები