ლევან ნიკოლეიშვილი: 2008 წლის აგვისტო ნათელი გაკვეთილია, რა შეიძლება, მოუტანოს ქვეყანას პოლიტიკური ტყავის გადარჩენით შეპყრობილმა და პოლიტიკურად გაკოტრებულმა ხელისუფალმა

“2008 წლის აგვისტო ნათელი გაკვეთილია, რა შეიძლება, მოუტანოს ქვეყანას პოლიტიკური ტყავის გადარჩენით შეპყრობილმა და პოლიტიკურად გაკოტრებულმა ხელისუფალმა”, – ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ ფილმს ეხმიანება.
მისი თქმით, ეს უნდა იყოს გაკვეთილი იმისა, თუ რა არის მშვიდობის, სტაბილურობის ფასი და შენი ქვეყნის, ხალხის რეალური სიყვარული.
“არ შეძლება, კიდევ ერთხელ არ აღვნიშნოთ იმ მებრძოლი ბიჭების შესახებ, რომლებიც პირნათლად ემსახურნენ თავიანთ ქვეყანას; არ შეიძლება, თავი არ დავხაროთ და პატივი არ მივაგოთ მათ ხსოვნას, სამარადისო დიდება მათ. 2008 წლის აგვისტო ნათელი გაკვითილია იმისა, თუ რა შეიძლება, მოუტანოს უგუნურმა, თავის პოლიტიკური ტყავის გადარჩენით შეპყრობილმა და პოლიტიკურად გაკოტრებულმა ხელისუფალმა თავის ქვეყანას. ეს უნდა იყოს გაკვეთილი იმისა, თუ რა არის მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი, ქვეყნისა და შენი ხალხის რეალური სიყვარული. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ასჯერ ავწონ-დავწონოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მოხდა მაშინ. ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააერთიანებს და განავითარებს, სწორი, გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებაა. მართლაც მშვიდობით თუ გავიმარჯვებთ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები