ბაქარ მარუაშვილი: რისკის კონტროლის სტრუქტურა დამოუკიდებელი ორგანო იქნება (ვიდეო)

,,საპენსიო რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებაა, რომელიც ერთის მხრივ ზრდის მომავალ პენსიონერთა კეთილდღეობას, ხოლო მეორეს მხრივ ზრდის შიდა ფინანსური კაპიტალის ფორმირებას.“ – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერმა ბაქარ მარუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარისას აღნიშნა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის, დიდი პასუხისმგებლობაა.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბაქარ მარუაშვილმა განმარტა, რომ რისკის კონტროლი დამოუკიდებელი სტრუქტურა იქნება.
დღესვე, საპენსიო სააგენტოს რისკის ოფიცერმა საზოგადოებას სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
,,ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება რომ შემოწმდეს საინვესტიციო პროცესების შეფარდება და შესაბამისობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან. ასევე მინდა მოგახსენოთ რისკის კონტროლის პროცესი. პირველ რიგში, უნდა მოხდეს რისკის პოლიტიკის შემუშავება, სადაც მოხდება როგორც ფინანსური, ასევე საოპერაციო რისკების აღწერა. შემდეგ ამ რისკ-ფაქტორებთან მიმართებაში აუცილებელია შემუშავდეს დათვლის მეთოდოლოგიები. აქედან გამომდინარე, პერიოდულად ჩვენ შევძლებთ რომ პორტფელის რისკის საერთო პროფილი დავთვალოთ და შევადაროთ საინვესტიციო დოკუმენტში არსებულ ილიმიტებს. რისკის რეპორტინგი იქნება აბსოლუტირად გამჭირვალე, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე საპენსიო სქემაში მონაწილე მხარეებისთვის.“ – განაცხადა ბაქარ მარუაშვილმა.
ცნობისათვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ ბაქარ მარუაშვილი საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცრის თანამდებობაზე დღეს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები