ლევან სურგულაძემ მთავარი რისკის ოფიცერი წარადგინა (ვიდეო)

საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცრის თანამდებობაზე ბაქარ მარუაშვილი დაინიშნა. ის საზოგადოებას საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ ბრიფინგზე წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ბაქარ მარუაშვილი საპენსიო სააგენტოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას უხელმძღვანელებს, რომელსაც რისკის კონტროლი ჰქვია.
,,რისკის კონტროლი თითოეული ტრანზაქციის დონეზე დამოუკიდებლად გააკონტროლებს სინვესტიციო პროცესს. რისკის კონტროლი განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ყველაზე თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით. რისკის კონტროლი მოიაზრებს სრულ გამჭირვალობას. რისკის პოლიტიკა, ის პროცედურები და მეთოდოლოგიები, რომლებსაც გამოვიყენებთ, იქნება სრულიად გამჭირვალე“, – აღნიშნავს ლევან სურგულაძე.
საპენსიო სააგენტომდე, ბაქარ მარუაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენის უფროსი იყო, მანამდე კი ,,ენტროპის“ ფონდში საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები