რატომ ყიდის ხალვაში “რუსთავი2-ს” – პაატა სალიას განმარტება

“რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორი, პაატა სალია განმარტავს, თუ რატომ მიიღო ტელეკომპანიის 100 %-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლმა “რუსთავი 2-ის” გაყიდვის გადაწყვეტილება.

როგორც სალიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კომპანია ყოფილი ხელმძღვანელობის არასწორი ქმედებების შედეგად გაკოტრებამდეა მიყვანილი, გაყიდვის გადაწყვეტილება  კი კომპანიის გადარჩენისკენ არის მიმართული.
“ქიბარ ხალვაში ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ფინანსურმა მდგომარეობამ, აღნიშნულამდე “რუსთავი 2” მიიყვანა მისმა ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა. კომპანიის დღეის მდგომარეობით, ძალიან ბევრი დეტალი გამოვლინდა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ქმედება მიზანმიმართულია კომპანიის საწინააღმდეგოდ. “რუსთავი 2″ არის იმ მდგომარეობაში, რომ შეიძლება, კომპანია  გაკოტრებულად გამოცხადდეს, თუმცა ეს რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ მიიღო ხალვაშმა აღნიშნული გადაწყვეტილება”, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები