როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში 12-15 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
14-15 აგვისტოს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურულ რეჟიმს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხეთ-დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა განსაზღვრავს.
ჰაერის ტემპერატურა 12-13 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა, ბარში და მთაში +28, +33, ხოლო 14-15 აგვისტოს +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები