დღეს დიდგორობა აღინიშნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
მოეწყობა საგამოფენო სივრცეები; დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგება, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
11:00 -დან 12:20 საათამდე ძირითადი საკონცერტო ღონისძიება ჩატარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ესტრადის მომღერლები, ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები. სცენაზე მოეწყობა თეატრალიზებული სანახაობები.
საკონცერტო ღონისძიების დასრულების შემდეგ, გაიმართება შეჯიბრება: დოღი, ჭიდაობა და მკლავჭიდი.
დიდგორობა 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები