თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
მათივე ცნობით, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის და ნაკადულის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ლოტკინის ხევის, გედევანიშვილის, დობროლიუბოვის, კალიუჟინის, კამალოვის, კახიანის, კიკნაძის, გულრიფშის, ვასილ თამარაშვილის, ლევან ქართლელიშვილის, კობალაძის, ურიდიას, სართანიას, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის, მესხიშვილის, სამღერეთის, ჟღენტის, ენისელის, ზედაუბნის, კაჭრეთის, კოდალოს, მაღაროს, ეკლესიის, ზაქარაიას, ინწკირველის, თიგიშვილის, ლევან ცქიტიშვილის და კონდოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, დავით სარაჯიშვილის, წყალსადენის, ჭედიას, შუშის, ლაზოს, მონასტრის, ტაძრის, კუპატაძის და ალესანდრე წერეთლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას, შინდისის, წავკისის, კიკეთის და კოჯრის მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლას და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის აღმართის, იორის, მეტეხის, რუისის, ჩეხოვის და ჯორბენაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები