ილია მეორე: ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა

“ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა”, –  ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ  სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ახალგაზრდობამ მაგალითი უნდა აიღოს არა სხვა ქვეყნებისგან, არამედ საკუთარი წარსულიდან.

“მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს, გაუძლებს იმ  განსაცდელს, რომელშიც იმყოფება დღეს. ჩვენ ვცდილობთ, მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდებისგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდობის ხელშია”, -აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები