ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის შესახებ საზაფხულო ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი კაჭრეთში არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და ატმოსფერული ჰაერის პოლიტიკის შესახებ ესაუბრა. როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრის ძირითადი ნაწილი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო, როგორიცაა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა დედაქალაქსა და რეგიონებში, ძირითადი დამაბინძურებლები და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგადაც მონაწილეებმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალს -air.gov.ge, მისი გამოყენების ინსტრუქციასა და პორტალზე განთავსებულ ინფორმაციას გაეცნენ. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ლექციებისა და შეხვედრების გამართვას, რომლის მიზანიცაა, დაინტერესებულმა საზოგადოებამ ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის, დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის ხარისხის ზეგავლენის შესახებ სანდო ინფორმაცია მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები