ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ – ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომას მოსამართლე გიორგი კერატიშვილი წარუძღვება.გე
ნერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა გვარამიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა. გენერალური პროკურატურა გვარამიას სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები