გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 10 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დიდუბის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, კერესელიძის, ვანის, სპირიდონ კედიას, ცემის და ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია  მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები