საფრანგეთის ელჩმა დავით ზალკალიანთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე “დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – პასკალ მენიესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
მინისტრმა ფრანგ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები