დავით მათიკაშვილი: ნიკა გვარამია გამონაკლისი არაა, რომ სასამართლოსთვის გაჩენილ კითხვებს არ უპასუხოს

“ნიკა გვარამია ტელევიზიის დირექტორი რადგან იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს კითხვები არ ჰქონდეს მის მიმართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“ჩვენს ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს შეღავათი, თუნდაც იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ ის იყო ტელევიზიის ხელმძღვანელი. მიუხედავად ამისა, ყველამ პასუხი უნდა გასცეს გამოძიების კითხვებს. ნიკა გვარამია გამონაკლისი არაა.
ჩვენი პარლამენტის ვალი, ამ შემთხვევაში, არის დაკვირვება, რომ გამოძიება ჩატარდეს გამჭვირვალედ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები