ივლისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1-ელი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 89 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით კი 41 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 24, ქვემო ქართლში – 19, გურიაში – 12, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 12, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 11, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 5-5 ფაქტი დაფიქსირდა.
თბილისში  ივლისში  გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ  ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1160 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 56 ფაქტი და ამოღებულია 30 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა – 86). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები