ჩუღურეთის რაიონში ბორდიურებისა და დაზიანებული ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.
აგარის ქუჩაზე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური და დაზიანებულ ასფალტს ახალი, ორფენიანი საფარი ჩაანაცვლებს.
მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო.
საგზაო სამუშაოებს, ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბი-ემ-სი“ ასრულებს.
პროექტის ღირებულება 80 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები