ევროპის ქვეყნებში, მათ შორის – უკრაინაში, “ღორის აფრიკული ჭირის” “აფეთქებაა” – რა ხდება ამ მხრივ საქართველოში

ბულგარეთში, რუმინეთში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და უკრაინაში “ღორის აფრიკული ცხელების” “აფეთქებაა”.
ამის შესახებ EUobserver -ი ცხოველთა დაავადების შეტყობინების სისტემაზე დაყრდნობით წერს.
ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სოფიამ დაავადების შეკავება ვერ შეძლო. ადგილობრივი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანა, აფრიკული ჭირის გამო, სავარაუდოდ, 600 ათას ღორს დაკარგავს.
ცნობილია, რომ ბულგარეთი ევროკავშირისგან დაავადებასთან ბრძოლისთვის 2,9 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ივლისში მოლდოვამ უკრაინიდან და რუმინეთიდან ღორის ხორცის შეტანა აკრძალა.
რაც შეეხება საქართველოში შემოტანილ ღორის ხორცს – შესაბამის უწყებებში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ხორცი იმ ქვეყნებიდან და ამ ქვეყნების იმ საწარმოებიდან შემოდის, რომლებიც არის ინსპექტირებული და ქვეყანა საიმედოდ მიიჩნევს.
თავად ხორცი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, თავდაპირველად, საბაჟოზე მოწმდება, ამის შემდეგ კი მას ლაბორატორიული კვლევა უტარდება.
“აფრიკული ღორის ცხელების” ვირუსი იწვევს მომაკვდინებელ ჰემორაგიულ დაავადებას შინაურ ღორებში. ვირუსის ზოგიერთ შტამს შეუძლია, ცხოველი ინფიცირებიდან ერთ კვირაში მოკლას. სხვა ცხოველებში ეს ვირუსი რაიმე შესამჩნევ დაავადებას არ იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები