საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი თხილის წარმოების მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული თანამშრომლობის სამმხრივი დეკლარაცია გაფორმდა თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. დეკლარაციის თანახმად, თხილის წარმოების მიმართულებით სამი ქვეყანა უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.
თხილი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო აგრარული პროდუქტია. სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მიზანია წარმოებისა და ხარისხის ამაღლება, მოსავლიანობის გაზრდისათვის სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის პოზიციების შეაჯერეს. თანამშრომლობა დარგის განვითარებასა და წარმოების ზრდაზეა ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები