„ჩვენ თავში ჩაგვიჭედეს, რომ თუ წინა ხელისუფლების მიმართ კითხვებსა და პრეტენზიებს გავაჟღერებთ, ამით მოწინააღმდეგის წისქვილზე დავასხამთ წყალს – ზვიად ავალიანი – POSTV ანალიტიკა (ვიდეო)

„ჩვენ თავში ჩაგვიჭედეს და ჩვენც დავიჯერეთ, რომ თუ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიმართ კითხვებს დაპრეტენზიებს გავაჟღერებთ, ამით მოწინააღმდეგის წისქვილზე დავასხამთ წყალს”, – ამბობს საკუთარ ვიდეობლოგში POSTV-ის ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი.
„აკეთებდა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ომი და არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი? – ეს არის ის მთავარი პოლიტიკური კითხვა, რომელსაც სვამს.
„თუ გადავხედავთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას 2004 წლიდან 2008 წლამდე დავრწმუნდებით, რომ საქართველოსხელისუფლებას ამ წლებში არა მარტო არაფერი გაუკეთებია ომის თავიდან ასაცილებლად, არამედ, პირიქით, ამ წლებში დასუსტდა ან, ფაქტობრივად, გაჩერდა ყველა ის სამშვიდობო ინიციატივა, რომელთა დახმარებითაც მანამდე ასე თუ ისე ხერხდებოდა მშვიდობისშენარჩუნება და კონფლიქტის კონტროლი, ხოლო თავად ხელისუფლების რიტორიკა ამ წლებში სრულიად არადიპლომატიური, კონფრონტაციული და უპასუხისმგებლო იყო, რაც ყოველთვის საფრთხის შემცველია განსაკუთრებით ისეთი პატარა და სუსტიქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა”- ამბობს ზვიად ავალიანი.
მისი თქმით, უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წლიდან დღემდე ჩვენ აგვისტოს კონფლიქტს ვუყურებთ არა საღი აზრის, ანნაციონალური ინტერესების, არამედ – “ნაციონალური მოძრაობის” გადასახედიდან და, შესაბამისად, ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა, რომ დავინახოთ და ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, რაზეც “ნაციონალური მოძრაობა” გვაძლევს ლაპარაკის უფლებას.
„მაგალითად, ჩვენ ვხედავთ ომის სცენებს, რუსულ ჯარს, ოკუპაციას, მოსკოვის მიერ კონფლიქტური რეგიონების აღარებას – მაგრამ ვერვხედავთ, უფრო სწორად კი საკუთარ თავს ვუკრძალავთ დავინახოთ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების შეცდომები დაპასუხისმგებლობა მომხდარ კატასტროფაში
უცნაურია, მაგრამ ჩვენ თავში ჩაგვიჭედეს და ჩვენც დავიჯერეთ, რომ თუ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიმართკითხვებს და პრეტენზიებს გავაჟღერებთ, ამით მოწინააღმდეგის წისქვილზე დავასხამთ წყალს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება რომსინამდვილეში შეცდომების დაცვა არის ყველაზე სახიფათო შეცდომა როგორც ადამიანისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან ვინც შეცდომას იცავს, ის აუცილებლად და არაერთხელ გაიმეორებს იმავე შეცდომას მომავალში”, – ამბობს ზვიად ავალიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები