„ვახტანგ წერეთელთან ლეგიტიმური შეკითხვები გვქონდა, რაზეც, ძირითადად, გვპასუხობდა, რომ არ ახსოვს ან საქმესთან შემხებლობა არ აქვს“

„ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, თუმცა, ძირითადად, ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი“, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა ვატო წერეთლის დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვახტანგ წერეთელი სოციალურ მედიაში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვას, რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს პიროვნება სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად, ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი. ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა „სამგორი ემისა“ და „სამგორი თრეიდის“ წილის მფლობელს. ეს ის კომპანიებია, რომლებზეც მოხდა ამ თანხების სესხად გაცემა, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები