საქართველოს პატრიარქი მსოფლიოს ქართველ მთავარ რაბინს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს – იაკობ გაგულაშვილსა და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში – ბ-ნი ლაშა ჟვანია, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე – ბ-ნი ედუარდ პალაგაშვილი, დამსახურებული სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე – ბ-ნი ჯამლეტ ხუხაშვილი და სხვა.
უწმინდესობამ ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან და სანიმუშო ძმობას გაუსვა ხაზი.
მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა აღნიშნა, რომ, დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ქართველებსა და ებრაელებს შორის ისტორიული მეგობრობა 26 საუკუნის წინ დაიწყო, თუმცა, მისი აზრით, და ებრაულ წმინდა წიგნებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ ურთიერთობას გაცილებით ადრე ჩაეყარა საფუძველი და, თავის მხრივ, დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს ჩვენ შორის არსებული კავშირის განმტკიცებისთვის. მან, ასევე, ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩეულ მოღვაწეობას, მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები