დავით ქაცარავა: გუგუტიანთკარის მცხოვრებნი მიწებს იცავდნენ, თუმცა, რუსებმა იარაღის მუქარით მათ უკან დაახევინეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” აქტივისტი, დავით ქაცარავა სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა, სადაც რუსები მავთულხლართებს ავლებდნენ.
ქაცარავას თქმით, მას ადგილობრივებმა აცნობეს, რომ რუსებმა მათ ეზოებში საოკუპაციო ზოლები გაატარეს, რასაც მეპატრონეების პროტესტი მოყვა და მათ დაშინებას რუსები იარაღით ცდილობდნენ.
“რუსეთს გუშინ დაუწყია აქ ბორდერიზაცია. მათ გაამზადეს ბოძები და ემზადებიან მავთულხლართების დასამონტაჟებლად. რუსებმა ადგილობრივების ეზოებში გაატარეს ხაზები და, როგორც გავიგეთ, მოსახლეობა შეეცადა დაეცვა საკუთარი მიწები, თუმცა რუსები საკმაოდ აგრესიულები იყვნენ და იარაღის მუქარით უკან დაახევინეს მათ. ეს ინფორმაცია ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობისგან გვაქვს. გაკვირვებულები ვართ, რომ ამ ფაქტს რეაგირება გუშინვე არ მოჰყვა ჩვენი ხელისუფლებისგან და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
აქ ჩამოვიდა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. აქვე იმყოფებიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ჩვენც გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები