“ჯივიპიმ” ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის მესამე ნაწილი დაიწყო

დღეს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის მესამე ნაწილი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, “პიქსელის” შენობიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე  2.6 კმ სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება.
„ჭავჭავაძის გამზირზე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მესამე ნაწილზე, “პიქსელის” შენობიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე  წყალმომარაგების სისტემას სრულად ცვლის, რაშიც კომპანია 3.8 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 24-საათიან რეჟიმში, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პროექტის მესამე ნაწილი სექტემბრის დასაწყისში დასრულდება”, – აცხადებს ზურაბ ალფაიძე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ “ჯივიპიმ” ჭავჭავაძის გამზირის პროექტის I და II ნაწილზე, ჭავჭავაძის პირველი ნომრიდან “პიქსელის” შენობამდე, ჯამურად, 2.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა სრულად შეცვალა, რაშიც 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები