ლევან იზორია: ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ მშვიდობიან გზას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის

“ოკუპაციას, საქართველოსთან ერთად, მთელი საერთაშორისო საზოგადოება გმობს”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მუხათგვერდის “ძმათა სასაფლაოზე” ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამას არა მხოლოდ საქართველო, არამედ, საქართველოსთან ერთად, მთელი საერთაშორისო საზოგადოება გმობს და სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია მტკიცე არაღიარების პოლიტიკა. ამ პოლიტიკის ნაწილია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპული მხარდაჭერა და ამ პოლიტიკას ჩვენ ერთგულად გავაგრძელებთ ჩვენი საბოლოო სტრატეგიული მიზნების მიღწევამდე -, მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
იზორიას თქმით, ქვეყნის პოლიტიკა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის – საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად და დაკავშირებულია დეოკუპაციის მიღწევასთან.
„ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფაზე; მიმართულია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენი მყარი პოლიტიკის გაგრძელებაზე, რომლიც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან. შესაბამისად, ამ პოლიტიკის ფარგლებში ვხედავთ იმ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები