“ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას” – კახა კალაძემ ომში დაღუპულ მებრძოლებს “ძმათა სასაფლაოზე” პატივი მიაგო

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მუხათგვერდის “ძმათა სასაფლაოზე” მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
კახა კალაძის განცხადებით, ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის განვითარებითა და ეკონომიკური წინსვლით აღადგენს.
„2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომმა უამრავი უდანაშაულო ადამიანის და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეიწირა. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავკარგეთ ტერიტორიები, ადამიანებმა დაკარგეს მამა-პაპისეული საფლავები, სალოცავები, დავკარგეთ ძალიან ბევრი სოფელი. ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც აგვისტოს ომმა მოგვიტანა. თუმცა, ქართველი ერი არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება უნდა მოხდეს გონიერებით, განათლებით, განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მუხათგვერდის “ძმათა სასაფლაოზე” დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, თბილისის მერის მოადგილეებმა, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები