ანდრია გვიდიანი: იმდროინდელი ხელისუფლება პროვოკაციებს წამოეგო, ვერ მოახერხა რაციონალური ნაბიჯების გადადგმა და ღია საომარ მოქმედებებში ჩაერთო

„იმდროინდელი ხელისუფლება პროვოკაციებს წამოეგო, ვერ მოახერხა რაციონალური ნაბიჯების გადადგმა და ღია საომარ მოქმედებებში ჩაერთო“, – ამ სიტყვებით ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება.
„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 11 წელი გავიდა – ძმათა კიდევ ერთი სასაფლაო, მტკივნეულად ამოსვირინგებული კიდევ ერთი დღე ყველა ქართველის მეხსიერებაში.

მოუშუშებელი ტკივილი, რომელიც არასდროს წაიშლება და უკვალოდ ვერ გაქრება.
ომის შესახებ საუბრის დროს  ხშირად განხილვის საგანია, ვინ დაიწყო ომი, როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას, რომელი ნაბიჯი იყო სწორი თუ არასწორი და ა.შ. ბუნებრივია, ომი რუსეთმა დაიწყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დავიწყებდით.
ფაქტი ერთია, იმდროინდელი ხელისუფლება პროვოკაციებს წამოეგო, ვერ მოახერხა რაციონალური ნაბიჯების გადადგმა და ღია საომარ მოქმედებებში ჩაერთო. ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო არენაზე გააქტიურებულიყვნენ და აშკარა პროვოკაციებზე განგაში აეტეხათ, რვა აგვისტოს სააკაშვილმა ღიმილნარევი სახით ბედნიერად გვაუწყა, რომ ქართული ჯარების შენაერთები სრულად აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას (ჯავის გარდა). https://www.youtube.com/watch?v=AxIVuSF8Wss
სწორედ მიხეილ სააკაშვილი ჰალსტუხის ღეჭვამდე გულზე მჯიღის ცემით საზოგადოებას აუწყებდა, რომ მან შექმნა ისეთი სახელმწიფო, რომელიც რეზისტენტული იყო რუსეთის იმპერიის წინაშეც კი.
სამწუხაროდ, სააკაშვილის ინფანტილურმა და წინდაუხედავმა ნაბიჯებმა მრავალი წლით გადადო ერის გაერთიანების იდეა. საკუთარ უსაფუძვლო ამბიციებს გადააყოლა სახელმწიფო ინტერესები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგ ტაბუ დაადო აგვისტოს ომზე ღიად საუბარს.
აგვისტოს ომზე კითხვის დასმაც კი სამშობლოს ღალატის ტოლფასი გახადეს და ჩვეულ სტილში ნებისმიერი საკითხის წამოწევა მოღალატეობრივ ქმედებად შერაცხეს. დღეს ანტისაოკუპაციო ნიღბის მიღმა ის ადამიანები არიან, ვინც რეალურად გააფორმა ქვეყნის ოკუპაცია; ვინც მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომმა საქართველოს „ამოსუნთქვის საშუალება მისცა“ და ა.შ.
თუმცა, საბედნიეროდ, ნამდვილად არ ბნელ – ეს ქვეყანა „ჩალით არ არის დახურული“ და უკვალოდ არაფერი ქრება – ისტორია ყველაფერს ინახავს.
ტალიავინის დასკვნა: https://old.civil.ge/geo/article.php?id=21826
ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო;
შეუძლებელია, „მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს“ დაეკისროს;
საქართველოს მიერ ძალის გამოყენება გაუმართლებელია;
რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მიღმა ძალის გამოყენება გაუმართლებელია;
„ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია ქართული მხარის მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო“, – ნათქვამია  „ტალიავინის კომისიის“ დასკვნაში.
„ეს იყო იმ მზარდი დაძაბულობის, პროვოკაციებისა და ინციდენტების კულმინაცია, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა“, – აღნიშნულია „ტალიავინის კომისიის“ დასკვნაში“, – წერს ანდრია გვიდიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები