კახი კალაძე: მედიასაშუალებებს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არანაირი საფრთხე ემუქრებათ

“სიტყვის თავისუფლება და მედიის მრავალფეროვნება შეუზღუდავია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ “ტვ პირველთან” დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დამფუძნებლის, ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარებას ეხებოდა.
„მედიაპლურალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეზღუდავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის წლები, როდესაც ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. რაც უფრო მეტი ტელევიზია, მეტი მედიასაშუალება იქნება ქვეყანაში, ამას მხოლოდ მივესალმები. რაც შეეხება კონკრეტულად ამ მდგომარეობას – საქმის შინაარსი არ ვიცი, მაგრამ ერთი შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ მედიასაშუალებებს საქართველოში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იმ პოლიტიკის პირობებში, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, არანაირი საფრთხე ემუქრება.
რაც შეეხება საკითხს „ტვ პირველთან“, ზოგადად, ამ წერილთან დაკავშირებით – როგორც გაირკვა, ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა, ეს იყო რაღაც მოგონილი იმიტომ, რომ ვერ მოხდა ამის დადასტურება და, შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას. თუ რაიმე სიღრმისეული კითხვები არსებობს, მე გამიჭირდება პასუხების გაცემა იმიტომ, რომ ეს არის გამოძიების პრეროგატივა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები