არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს, ეროვნული ბანკის ჩარევა ინფლაციაზე არ აისახება

სამწუხაროდ, ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა და საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არაერთი ქმედება გამოიყენეს და ამითი ზიანი ეკონომიკასაც მიადგა, რაც ეროვნულ ვალუტაზეც აისახა”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ლარის კურსის გაუფასურება.
ის არსებული საკითხების მართვაში, ხელისუფლების როლთან ერთად, პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობასაც ხედავს:
„ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს საკითხები ვმართოთ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ოპოზიციასაც მეტი პასუხისმგებლობა მართებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის ვალდებულებაა ინფლაციის პროცესი მართოს.
“ეროვნული ბანკი ჩაერია, რადგან მისი ვალდებულებაა, ინფლაციის პროცესი მართოს. იმედი მაქვს, ეროვნული ბანკის ჩარევა, რაც მოხდა და რაც შესაძლოა, მომავალშიც აქვს დაგეგმილი, ინფლაციაზე არ აისახება”, – აცხადებს თალაკვაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება ბოლომდე შეძლებს ეკონომიკის პოზიტიური ტემპის ბოლომდე შენარჩუნებას.
„ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს რთული სიტუაცია გადავლახოთ. საქართველოს მომავალს გარედან ვერავინ განსაზღვრავს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ეკონომიკის პოზიტიური ტემპი ბოლომდე გავამყაროთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები