დავით მათიკაშვილი: ლარს მცურავი კურსი აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი დავით მათიკაშვილი ლარის კურსის ვარდნას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეროვნული ბანკის ინტერვენცია ლარის კურსს აუცილებლად დაასტაბილურებს.
„ლარს მცურავი კურსი აქვს, მასზე აისახება შესაბამისი მოვლენები – ის ნეგატიური მოვლენები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობდა, ცხადია, მან ჰპოვა ლარის კურსზე ასახვა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკური გუნდი შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებით მიდის იმ ნიშნულამდე, რომ ლარი, რა თქმა უნდა, დააბრუნოს თავის ბუნებრივ ამპლიტუდაში. ეს დროის ფაქტორია. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები