“ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათის მფლობელები “ფარმადეპოს” ქსელში ფასდაკლებით ისარგებლებენ

დღეიდან, “ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათის მფლობელებს “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა 5-დან 25%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ.
ფასდაკლების მიღება შესაძლებელი იქნება “ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათით გადახდის დროს.
ფასდაკლებულ მედიკამენტთა სიაში ის ყველაზე მოთხოვნადი და მუდმივი გამოყენების მედიკამენტები შედის, რომლებიც გამოიყენება გულსისხრძაღვთა, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ და ოფთალმოლოგიური დაავადებების დროს.
“ლიბერთი ბანკსა”და “ფარმადეპოს” შორის სოციალური პასუხისმგებლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.
“ლიბერთის” სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა 2018 წლიდან არაერთ ისეთ პროექტს მოიცავს, რომელიც სწორედ ჩვენს მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზრუნვას ითვალისწინებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს, ჩვენს პარტნიორთან – სააფთიაქო ქსელ “ფარმადეპოსთან” ერთად, შევძელით ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება და დღეიდან პენსიონერები და სოციალური სარგოს მიმღები პირები საუკეთესო ფასად შეიძენენ საჭირო მედიკამენტებს. ჩვენ ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით”, – განაცხადა “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
აღნიშნული ფასდაკლება მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და სააფთიაქო ქსელში არსებულ სხვადასხვა, ყოველდღიური აქციის/ფასდაკლებისა და დაზღვევის გამოყენების შემთხვევაშიც იმოქმედებს.
როგორც “ფარმადეპოს” ქსელის ხელმძღვანელმა, ქეთი კოზმანაშვილმა განაცხადა, პროექტის დასრულების ზუსტი დრო განსაზღვრული არ არის.
მსგავსი სახის პროექტი “ლიბერთი ბანკისთვის” პირველი არ არის. ლევან თხელიძის თქმით, ბანკი ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ეცდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები