ირაკლი კოვზანაძე: რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემომავალი ტურისტების რაოდენობის შემცირება ლარის კურსზე აისახა

“ლარის კურსის ცვლილება დაკავშირებულია 20 ივნისის შემდეგ რუსეთიდან და მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემომსვლელ ტურისტთა შემცირებულ რაოდენობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ცენტრალური ბანკის ჩარევა საჭირო შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ ეროვნული ბანკი სხვა ინსტრუმენტებს გამოიყენებს.
„საჭიროდ მიმაჩნია, რომ ინტერვენციები განხორციელდეს, რასაც ცენტრალური ბანკი დღეს აპირებს. ცენტრალური ბანკის პირველი ჩარევა საჭირო ეფექტს გამოიწვევს, ხოლო თუ ეს საკმარისი არ იქნება, ეროვნულ ბანკს მთელი რიგი ინსტრუმენტები აქვს, რომელიც გამოყენებული იქნება მდგომარეობის შესაბამისად. საჭიროა საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. საჭიროა ინტერვენციები და სხვა ინსტრუმენტების ჩართვა, რომ ფინანსურ სექტორში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. გუშინდელმა განცხადებამ უკვე ეფექტი გამოიღო და დარწმუნებული ვარ, ჩარევას ეფექტი ექნება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები