აშშ-ში გაზსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი (ვიდეო)

აშშ-ში, კენტუკის შტატში გაზსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
АВС-ის ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ ცეცხლი ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებს გადაედო. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
როგორც CBS News-მა თვითმხილველმა განუცხადა, მომხდარი „ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავდა“.
ხანძრის ქრობაში ათობით სახანძრო ბრიგადაა ჩართული.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები