ოსამა ბინ ლადენის შვილი, ჰამზა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია

ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, ჰამზა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით CNN-ი წერს.
მაღალჩინოსნის თქმით, ჰამზა ბინ ლადენის ლიკვიდირებაში აშშ-მა წვლილი შეიტანა, თუმცა დეტალები არ გაუსაჯაროებია.
ამასთან, The New York Times-ი წერს, რომ ტერორისტის ვაჟი ოპერაციის დროს იქნა მოკლული.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჰამზა ბინ ლადენი „ალ-ქაიდას“ ლიდერად მოიაზრება და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მილიონი დოლარი დააწესა.
აშშ-ის ოფიციალურ პირებს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები